დასაქმების კონსულტანტი

08 აგვისტო - 08 სექტემბერი

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" თბილისის ოჯახის გაძლიერების პროექტის ფარგლებში აცხადებს შემდეგ ვაკანსიას: დასაქმების კონსულტანტი .

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი 
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი

საქმიანობის ძირითადი მიზანი: 

თბილისის ოჯახის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარი ოჯახების დახმარება დასაქმებაში, რათა შემდგომში მათ თავად შეძლონ დამოუკიდებლად შემოსავლების მოპოვება სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** შეისწავლოს დასაქმების ბაზარი და გამოკვეთოს მოთხოვნადი პროფესიები, რომელთა შესწავლა გააუმჯობესებს ბენეფიციართა დასაქმების შესაძლებლობებს;
** განსაზღვროს და შეაფასოს ბენეფიციართა შესაძლებლობები მათი განათლების, კვალიფიკაციისა და უკვე არსებული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით;
** ბენეფიციარებს შეასწავლოს CV-ის/ავტობიოგრაფიის, სამოტივაციო წერილის შედგენისა და ინტერვიუს დროს თავის წარდგენის უნარ-ჩვევები;
** პროექტის ბენეფიციარებს გაუწიოს ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები;
** დასაქმების საკითხებზე ბენეფიციარებს ჩაუტაროს სხვადასხვა სახის ტრენინგები;
** ითანამშრომლოს სხვადასხვა არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციებთან, პროფესიული სწავლების ცენტრებთან და კერძო სექტორთან, ბენეფიციართა დასაქმებისა და პროფესიული გადამზადების ხელშეწყობის მიზნით;
** მოიძიოს გამოცხადებული ვაკანსიები და უშუამდგომლოს ბენეფიციარებს დამსაქმებლებთან;
** მედიის საშუალებით დაეხმაროს ბენეფიციარებს სხვადასხვა განცხადების გამოქვეყნებაში;
** მუდმივად მოიძიოს/მიიღოს ინფორმაცია დასაქმების კუთხით არსებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ;
** ბენეფიციარი ოჯახების მონაწილეობით, ორგანიზება გაუწიოს სხვადასხვა ღონისძიებებს;
** უზრუნველყოს სამომავლო სამუშაო გეგმის შემუშავება, გარდა ამისა, შესრულებული სამუშაოს ანგარიშების მომზადება და მათი პროექტის კოორდინატორისათვის მიწოდება.

სავალდებულო მოთხოვნები: 

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის და/ან ეკონომიკის სფეროში
** დასაქმების კუთხით მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი
** ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია - მოსმენის, გაგებისა და ნდობის მოპოვების უნარი; შეცდომების კონსტრუქციული მართვა; უკუკავშირის გაცემა და მიღება; კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
** ურთიერთობების დამყარების უნარი/გუნდური მუშაობა - სხვადასხვა დონეზე კომუნიკაციის დამყარების უნარი და ადეკვატური ემოციური უკუკავშირი; გუნდში მუშაობა და სხვების თავისებურებების გათვალისწინება;
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** წერითი უნარ-ჩვევები 
** SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება

ჩვენ გთავაზობთ:

** მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას
** მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას
** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს;
** სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2019 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით. გთხოვთ. სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge