ღია აუზის მეთვალყურე

12 აპრილი - 12 მაისი

სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" აცხადებს ვაკანსიას ღია აუზის მეთვალყურის თანამდებობაზე.

სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" - ამიერკავკასიაში პირველი, 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო სასტუმრო, რომელიც ბაზარზე 1991 წლიდან ფუნქციონირებს, მდებარეობს ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილის ცენტრში. ის 2016 წელს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიის - "მერიოტ ინთერნეიშენალის" წევრი გახდა.

სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი", რომელიც თბილისის სავიზიტო ბარათად იქცა, 50 მილიონ დოლარიანი ინვესტიციის შედეგად გარდაიქმნა სივრცედ, სადაც სტუმრებს საშუალება აქვთ ისარგებლონ უმაღლესი ხარისხის პროდუქტითა და მომსახურებით. სასტუმრო გაიხსნა 2019 წლის მარტში და მოხარული ვართ გიმასპინძლოთ სრულიად განახლებულ და სასიამოვნო სივრცეში. 

გთავაზობთ სრულიად განახლებულ, ფეშენებელურ 220 ოთახს, მათ შორის საკლუბო და ლუქსის ტიპის ნომრებს. სტუმრებს ასევე აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფიტნეს და სპა მომსახურებით. ასევე, მათ განკარგულებაშია ახალი რესტორნები, ბარები და ექსკლუზიური ლაუნჯები. 

სასტუმროს საკონფერენციო და ღონისძიებათა ცენტრი კიდევ უფრო გაფართოვდა. 12 სათათბირო ოთახი და 2000 კვადრატული მეტრის სივრცე ქალაქში ყველაზე დიდ კონფერენციებს, შეხვედრებს, გამოფენებსა თუ დღესასწაულებს მასპინძლობს; მომსახურება, რომელსაც იგი სთავაზობს სტუმრებს კიდევ უფრო დაიხვეწება ამ სფეროში არსებული უკანასკნელი მიღწევებით და "შერატონის" ბრენდის უნიკალურ ხელწერად იქცევა.

თუ თქვენ ხართ ამბიციური და ამავე დროს დაინტერესებული, გახდეთ "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის" ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოგზავნით თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ ფოსტის მისამართზე: leila.akhmetelashviil@sheraton.com და მიუთითოთ პოზიციის დასახელება "subject" ველში.