მონტიორ-ინსტალატორი

12 დეკემბერი - 12 იანვარი

შპს "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს სააბონენტო ქსელის მომსახურების და განვითარების განყოფილებაში მონტიორ-ინსტალატორის ვაკანსიას.

სამუშაო აღწერილობა:

** სააბონენტო ხაზის მომსახურება გამანაწილებელი კოლოფიდან აბონენტამდე; ახალი აბონენტის ხაზის მოწყობა
** DSL, IPTV, GPON და სახაზო დაზიანებების აღმოფხვრა; განმეორებითი დაზიანებების პრევენციის მიზნით, სათანადო ზომების მიღება;
** ახალი ტელეფონის დასადგმელად ხაზების მოწყობა, წყვილების მოკვლევის და მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დავალებით მეკაბელის დახმარება.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ, მონტიორ-ინსტალატორის სამსახურეობრივი კომპეტენცია/კვალიფიკაციის ფარგლებში გაცემული სხვა დავალებების შესრულება;
** მასზე აღრიცხული სამუშაო ინვენტარისა და მასალების კონტროლი/დაცვა.
** შესაბამისი სამუშაოების ხარისხიანად შესრულება/კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/სხვა უნარები:

** სასურველია სატელეკომუნიკაციო სფეროში განათლება/სამუშაო გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე ან/და სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ავტომანქანის მართვის მოწმობა და გამოცდილება;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@servicenetgroup.ge 2020 წლის 12 იანვრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში(Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.