სასტუმრო "ლოპოტა სპა რეზორტი" აცხადებს ვაკანსიას რეცეფციონისტის პოზიციაზე სოფელ ნაფარეულში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სტუმრებისთვის დახმარების გაწევა და კითხვებზე დროული პასუხი პოზიტიური შედეგის მისაღწევად;
** სტუმრებისთვის ეფექტური მიღება-განთავსება და გაწერის პროცედურის უზრუნველყოფა;
** სტუმრისგან უკუკავშირის მიღება და ინფორმაციის შესაბამისი დეპარტამენტებისთვის მიწოდება;
** მაღალი დონის მომსახურების დემონსტრირება;
** სასტუმროს ოთახის კატეგორიების, ფასების, აქციების, პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ ცოდნის დემონსტრირება ყოველდღიური მოვალეობის შესრულებისას;
** სასტუმროს სისტემაში (ფიდელიო) მუშაობა;
** სტუმრებთან პირდაპირი, ტელეფონით და მეილის საშუალებით კომუნიკაცია;
** გაუთვალისწინებელ პრობლემებზე დროული რეაგირება და გადაჭრის გზების მოძიება;
** ყოველდღიური რეპორტების მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** სასტუმროს მართვის სისტემაში (ფიდელიო) მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა აუცილებელია;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
ჩვენ გპირდებით:
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** კვებით, საცხოვრებლით და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV მეილზე: vacancy@lopota.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
რეცეფციონისტი - ნაფარეული
20 თებერვალი -
20 მარტი