გაყიდვების მენეჯერი

28 მარტი - 28 აპრილი

"ლოპოტა სპა რეზორტის" თბილისის გუნდში მატებაა! 

ვეძებთ ენერგიულ და კომუნიკაბელურ დასვენებისა და საქმიანი ტურიზმის გაყიდვების მენეჯერს.

შენი საქმიანობა მოიცავს: 

** ბაზრის ანალიზს და ანალიზის შედეგად ტურისტული სეგმენტის და შერჩეული ბაზრის ჭრილში არსებული ბიზნეს პოტენციალის მოზიდვას;
** ყოველწლიური კონტრაქტების გაფორმებას ტურისტულ კომპანიებთან;
** დაგეგმვასა და მონაწილეობის მიღებას სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაზე ტურისტული და საქმიანი ტურიზმის მომგებინობისა და სეგმენტური გაუმჯობესების მიზნით; 
** გამოფენაზე დამყარებული კონტაქტების ბაზების წარმოებას;
** ახალ ბიზნეს გაყიდვების კონტაქტების დამყარებას; ყოველკვირეულ პროაქტიულ შეხვედრებს თავისი სეგმენტის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან; 
** სტრატეგიულ გეგმის მომზადებას ძირითად და პოტენციურ ტურისტულ კომპანიებთან მიმართებაში;
** ინფო ტურების (Fam Trips) ორგანიზებას და მასპინძლობას; 
** ყოველთვიური გაყიდვების ანგარიშის მომზადებას;

რას ვითხოვთ: 

** გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 2 წლიან გამოცდილებას, უპირატესობა მიენიჭება ტურისტულ სფეროში მუშაობის გამოცდილებას 
** მოქნილობას და პროდუქტიულობას
** რუსული და ინგლისური ენის კარგ ცოდნას
** გუნდური მუშაობის უნარს 

რას გპირდებით: 

** დინამიურ და საინტერესო საქმეს 
** გუნდურ მუშაობას 
** დამატებით ბენეფიტებს: დაზღვევა და კორპორატიული ნომერი, Friends and Family Rates
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას 

თუ დაინტერესდი, გამოგვიგზავნე შენი CV მეილზე: vacancy@lopota.ge; არ დაგავიწყდეს, მეილის სათაურში მიუთითო ვაკანსიის სახელწოდება.