მიმღების თანამშრომელი

30 სექტემბერი - 30 ოქტომბერი

4* სასტუმრო "Holiday Inn Telavi" აცხადებს ვაკანსიას მიმღების თანამშრომლის თანამდებობაზე თელავში.

"Hotel Collection International" არის საერთაშორისო სასტუმროების მმართველი კომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ესპანეთში, ხოლო რეგიონალური ოფისები კი - საქართველოსა და ნიგერიაში. HCI წარმატებით ოპერირებს 22 სასტუმროს (3* - 5*) და თანამშრომლობს როგორც წამყვან საერთაშორისო სასტუმროების ქსელებთან - Hilton, Intercontinental Hotels, Wyndham, ასევე მართავს საუკეთესო დამოუკიდებელ სასტუმროებს.

აღწერა:

პასუხისმგებლობა მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:

** ყოველთვის უზრუნველყოფს სტუმრების მაღალხარისხიან მომსახურებას
** ასრულებს შემდეგ მოვალეობებს: ესალმება სტუმრებს, ათავსებს მათ შესაბამის ნომრებში, აწარმოებს ანგარიშსწორებას
** აწარმოებს აღწერას ნომრების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით/სტუმრების შესახებ
** ამზადებს გადახდის ქვითარს
** ეხმარება მიმღების მენეჯერს ჯგუფის განთავსებასა და კოორდინაციაში, ასევე ონლაინ ინვენტარიზაციასა და შემოსავლების მართვაში
** პასუხისმგებელია სასტუმროს ჯავშნის მიღებაზე/დამუშავებაზე
** აწარმოებს სამდივნო/საკანცელარიო და ადმინისტრაციულ საქმიანობას.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება სასტუმროს სფეროში
** საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროში მუშაობის გამოცდილება
** ენები: ქართული, რუსული, ინგლისური - სავალდებულო
** ხარისხი/დიპლომი სასტუმროს მენეჯმენტში ჩაითვლება უპირატესობად
** კომპიუტერის Windows (Word, Excel, Power Point) და PMS სისტემის ცოდნა (Opera).

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@hi-telavi.com და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.