ჭურჭლის მრეცხავი

14 ოქტომბერი - 14 ნოემბერი

4* სასტუმრო "Holiday Inn Telavi" აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე თელავში.

"Hotel Collection International" არის საერთაშორისო სასტუმროების მმართველი კომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ესპანეთში, ხოლო რეგიონალური ოფისები კი - საქართველოსა და ნიგერიაში. HCI წარმატებით ოპერირებს 22 სასტუმროს (3* - 5*) და თანამშრომლობს როგორც წამყვან საერთაშორისო სასტუმროების ქსელებთან - Hilton, Intercontinental Hotels, Wyndham, ასევე მართავს საუკეთესო დამოუკიდებელ სასტუმროებს.

პასუხისმგებლობა მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:

** სამზარეულო სივრცის მუდმივი დასუფთავება
** მზარეულთან ერთად დღის განრიგის კოორდინაცია
** მზარეულის მოთხოვნების შესრულება
** ჭურჭლის რეცხვა
** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა.

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად
** ქართული ენის ცოდნა - სავალდებულო.
** გუნდური მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარეობა, ერთგულება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

განრიგი: 18:00-03:00.
ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს სასტუმრო.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@hi-telavi.com და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.