პროექტის მენეჯერი

10 აპრილი - 10 მაისი

ს.ს. "საქენერგორემონტი" (ჰიდროენერგეტიკული სამშენებლო კომპანია 1956 წლიდან) აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე ჰესის მშენებლობის პროექტისათვის.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის გუნდის და რესურსების ფორმირება, ბიუჯეტის დაგეგმვა (ხარჯთაღრიცხვის და სამუშაოს ვადების გრაფიკის მომზადება)
** პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე შიდა სტრუქტურის გაწერა და დამტკიცება დირექტორთა საბჭოზე
** პროექტის შესრულების უზრუნველყოფა დაგეგმილი გრაფიკით და მაღალი ხარისხით 
** პროექტის მართვა კომპანიის ინტერესების შესაბამისად, ხარჯების ოპტიმიზაციაზე ზრუნვა 
** პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა
** პროექტის ფარგლებში საჭირო ნებართვების მოპოვება 
** მთელი პროექტის განმავლობაში მოლაპარაკებების წარმოება პარტნიორებთან
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა (სწორი დავალებების მიცემა, რეგულარული უკუკავშირი, მოტივაციაზე და განვითარებაზე ზრუნვა)
** პროექტის მსვლელობისას დროის, ხარჯებისა და სამუშაოს შესრულების მონიტორინგის შუალედური შედეგების განხილვა
** მიმდინარე პროცესში წარმოშობილი პრობლემების გადაჭრა
** პროექტის საერთაშორისო ზედამხედველებისთვის და დამკვეთისთვის პერმანენტული რეპორტების მომზადება/რევიზია, აგრეთვე სხვა ნებისმიერი მოთხოვნილი დოკუმენტაციის მიწოდება დადგენილ ვადებში
** პროექტის შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საკითხების კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საინჟინრო მიმართულებით
** სამშენებლო პროექტებზე მუშაობის მინიმუმ 7 წლიანი გამოცდილება, აქედან ჰიდრო ელექტრო სადგურის მშენებლობის პროექტებზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** პროექტების მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** პროექტის დოკუმენტაციასთან და ნახაზებთან მუშაობის გამოცდილება
** Ms Project, Excel, Word, Power Point პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** რუსული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა 
** შესაბამისი კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა

უნარები:

** მოლაპარაკების უნარი
** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის კარგად განვითარებული უნარები
** გუნდის მართვის უნარი
** გამოცდილების გაზიარების უნარი
** სამუშაოს ორგანიზება
** პრობლემის გადაწყვეტა
** სტრესის მართვა
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@edg.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.