განსახლების კონსულტანტი

16 აპრილი - 29 აპრილი

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას განსახლების კონსულტანტის პოზიციაზე.

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აზიის განვითარების ბანკის (ADB) ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის (USIIP) ფარგლებში ახორციელებს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა/რეაბილიტაციის პროექტებს.

USIIP-ის მიმდინარე ან/და ახალი პროექტების ფარგლებში განსახლების კონსულტანტის მოვალეობები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ქვემოთ ჩამოთვლილი ვალდებულებებით:

** აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებულ თითოეული პროექტის განხორციელების ეტაპზე სოციალური მონიტორინგის ანგარიშების მომზადება;
** აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებში განსახორციელებელ ცვლილებებზე (VO) რეგულაციებით მოთხოვნილი შესაბამისი სოციალური დოკუმენტების მომზადება;
** წინასწარი სოციალური რისკების შეფასების დოკუმენტაციის მომზადება;
** აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებულ მიმდინარე/ახალ პროექტებზე, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სოციალური დოკუმენტების მომზადება (ჯეროვანი გადახედვის ანგარიშის/განსახლების გეგმა (ცვლილებების ასახვა)) ნებისმიერ ახალ ზემოქმედებაზე და შესაბამისი თანხმობის გაცემა პროექტის განხორციელებამდე;
** აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში საჩივრების განხილვის
პროცედურების მონიტორინგი;
** პროექტის ფარგლებში სოციალური კუთხით აქტიური მონაწილეობის მიღება (ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია, განსახლების გეგმის საჯარო შეხვედრებში აქტიური მონაწილეობის მიღება და ა.შ);
** დამქირავებლის ხელშეწყობა არანებაყოფლობითი განსახლების გამოვლენისა და მოგვარების საკითხებში.

უნარ-ჩვევები და კვალიფიკაცია:

** 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება ინფრასტრუქტურულ პროექტებში;
** საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან, საკადასტრო და აზომვით სამუშაოებთან დაკავშირებული გამოცდილება;
** შესაბამისი გამოცდილება და ცოდნა სოციალური უსაფრთხოების ან არანებაყოფლობითი განსახლების სფეროში (ADB SPS 2009);
** შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა და კომუნიკაციის უნარი სახელმწიფო სააგენტოებთან, თემებთან, დონორ სააგენტოებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან;
** აუცილებელია ინგლისური ენის ვერბალური და წერითი უნარჩვევები სრულყოფილ დონეზე ცოდნა.

დარიცხული ხელფასი: 5 102 ლარი;
ჯამური ბიუჯეტი: 68 752 ლარი;
სამუშაოს ხანგრძლივობა: 12 თვე.

დაინტერესებულმა პირებმა 2019 წლის 29 აპრილის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: konkursi@water.gov.ge 

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

გისურვებთ წარმატებას!