ხელფასების მართვის სპეციალისტი

09 ნოემბერი - 09 დეკემბერი

ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "გორგია პრემიუმი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში. 

ჩვენ გთავაზობთ პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს, ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას. 

კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში. 

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია. 

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს ვაკანსიას ხელფასების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სახელფასო ცვლილებების პროგრამაში შეყვანა
** გამომუშავების ცვლადების დათვლა
** შრომითი ანაზღაურების დაანგარიშება
** ხელფასის გაცემის თარიღამდე სახელფასო ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა
** მონაცემთა ბაზებზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი
** დაზღვევის საკითხებთან დაკავშირებული პროცესების მართვა და დოკუმენტაციის ადმინისტრირება 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება 
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** გამოცდილება ხელფასების ჩარიცხვის მიმართულებით
** პრიორიტეტულია 1C პროგამაში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებული
** კომუნიკაბელური
** დეტალებზე ორიენტირებული
** გუნდური მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 16 ნოემბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: hrproject6@gorgia.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

გისურვებთ წარმატებას!