ტექნიკოსი

11 ნოემბერი - 25 ნოემბერი

"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "გორგია პრემიუმი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ: პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს; ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

"ბი ემ სი გორგია" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

ლოკაცია: გლდანი ("სითი მოლის" შენობა).

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი პროდუქციის დამონტაჟება სტენდზე;
** რბილი ავეჯისა და საშხაპე კაბინების აწყობა;
** ტექნიკურ საკითხებზე მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
** სამეურნეო საკითხებში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** სასურველია ტექნიკური განათლება;
** მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება ტექნიკოსის პოზიციაზე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 25 ნოემბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: hrproject6@gorgia.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!