ქოლ-ცენტრის ოპერატორი

09 იანვარი - 23 იანვარი

"გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. "გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.

"გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: ჰიპერმარკეტი "გორგია" და "გორგია" პრემიუმი. ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" წარმოდგენილია თბილისში, თელავში, ქუთაისში, მარნეულში ზუგდიდსა და ბათუმში.

კომპანია "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე, თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული ზარების მიღება და ზარის შინაარსიდან გამომდინარე შესაბამისი რეაგირება;
** კლიენტის მომსახურეობა კომპეტენციის ფარგლებში;
** კლიენტის პრობლემებზე და სხვა საკითხებზე დროული რეაგირება;
** რეპორტების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებული
** დეტალებზე ორიენტირებული
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

გთხოვთ, 23 იანვრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე hrproject4@gorgia.ge

გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!