პრისელერი

21 მარტი - 21 აპრილი

"გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. "გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: ჰიპერმარკეტი "გორგია" და "გორგია პრემიუმი". ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" წარმოდგენილია თბილისში, თელავში, ქუთაისში, მარნეულში ზუგდიდსა და ბათუმში. 

კომპანია "გორგია" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე, თბილისში.

მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება
** სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის გაფორმება
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი და კონტროლი
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი
** პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** მართვის მოწმობა
** საკუთარი ავტომობილის ქონა.

აუცილებელია ქონებრივი უზრუნველყოფა (მუშაობის პერიოდში ჩადებული ქონება, გარანტიის სახით). 

გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hrproject3@gorgia.ge 2018 წლის 2 აპრილამდე. გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!