მიმღები ზონის სპეციალისტი

07 ნოემბერი - 20 ნოემბერი

"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "გორგია პრემიუმი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ:

პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს, ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

კომპანია გორგიას მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

გორგიას გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "გორგია" აცხადებს ვაკანსიას მიმღები ზონის სპეციალისტის პოზიციაზე, თბილისში.

ლოკაცია: წყალსადენის 7ნ. (თანამშრომლებისთვის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია მეტრო სარაჯიშვილიდან - ობიექტამდე).

ძირითადი მოვალეობები:

** სასაქონლო ზედნადების საფუძველზე პროდუქციის მიღება;
** პროდუქციის მიღების პროცესში ვადების კონტროლი;
** პროდუქციის მარკირება;
** შიდა გადაადგილებების გადამოწმება.

პიროვნული თვისებები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სასურველია 1c პროგრამის ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ​დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

გთხოვთ, 20 ნოემბრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე hrproject6@gorgia.ge

გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!