კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

03 დეკემბერი - 16 დეკემბერი

"გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. გორგიას მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: ჰიპერმარკეტი "გორგია" და "ლუსონი". ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ბათუმსა და მარნეულში.

კომპანია "გორგია"აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.

კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პროექტებია (ობიექტების სამშენებლო-სარემენტო მასალებითა და ინვენტარით უზრუნველყოფა):

აქსისი, M2, ისთ ფოინთი, გალერია თბილისი, სასტუმრო მილენიუმი, მწვანე ბუდაპეშტი, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, გელათის ტაძარი, გლდანი მოლი, ჭრელი აბანო​, ჰენკელის ქარხანა.

მოვალეობები პოზიციისთვის:

** სამშენებლო ბაზრის შესწავლა, პოტენციური კლიენტების მოძიება
** კლიენტების მოთხოვნების განსაზღვრა
** შეხვედრებისა და პრეზენტაციების ორგანიზება და მართვა
** არსებულ კლიენტებთან ბიზნეს პროცესების მართვა
** შესრულებულ სამუშაოზე ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან

პოზიციისთვის აუცილებელი მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი
** მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა
** Microsoft Excel -ის პროგრამაში მუშაობა
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია გაყიდვების მიმართულებით სერტიფიკატი (კურსი, ტრენინგი)
** სასურველია მართვის მოწმობა (ავტომობილიც)

გთხოვთ, 16 დეკემბრამდე გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hrproject2@gorgia.ge.

გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!