კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

09 ნოემბერი - 09 დეკემბერი

ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "გორგია პრემიუმი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში. 

ჩვენ გთავაზობთ: 

პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს. ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას. კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში. "გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია. 

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.

კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პროექტებია (ობიექტების სამშენებლო-სარემონტო მასალებითა და ინვენტარით უზრუნველყოფა):

** აქსისი
** M2
** ისთ ფოინთი
** გალერია თბილისი
** სასტუმრო მილენიუმი
** მწვანე ბუდაპეშტი
** დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი
** გელათის ტაძარი
** გლდანი მოლი
** ჭრელი აბანო
** ჰენკელის ქარხანა

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო ბაზრის შესწავლა, პოტენციური კლიენტების მოძიება;
** კლიენტების საჭიროებისა და მოთხოვნების განსაზღვრა;
** შეხვედრებისა დაგეგმვა;
** პრეზენტაციების ორგანიზება და ჩატარება;
** არსებულ კლიენტებთან ბიზნეს პროცესების მართვა; 
** შესრულებულ სამუშაოზე ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით;
** სასურველია გამოცდილება სამშენებლო სფეროში;
** სასურველია მართვის მოწმობა (ავტომობილიც);
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Excel -ის ცოდნა;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
** სასურველია გაყიდვების მიმართულებით სერტიფიკატი (კურსი, ტრენინგი);

პიროვნული თვისებები:

** ძლიერი ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 16 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hrproject1@gorgia.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

გისურვებთ წარმატებას!