კონსულნტანტი

17 ივლისი - 17 აგვისტო

"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "ლუსონი".

ჩვენ გთავაზობთ: 

პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს, ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას. კომპანია გორგიას მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში. გორგიას გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია. 

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

"ბი ემ სი გორგიას" პრემიუმ კლასის შოურუმი "ლუსონი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის მოთხოვნის განსაზღვრა, პროდუქციის შეთავაზება და პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; 
** შეკვეთის მიღება და პროდუქციის მიწოდების უზრუნველყოფა
** პროდუქციის მიღების პროცესში მონაწილეობა - გახსნა, აწყობა, დაკომპლექტება, მახასიათებლების შემოწმება
** დარბაზში პროდუქციის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი - პროდუქციის შევსება, შეკვეთის აუცილებლობის შესახებ მენეჯერის ინფორმირება
** გაყიდვების და შეკვეთების პროგრამაში ასახვა
** გაყიდვების ხელშეწყობა, პროდუქციის განთავსება თვალსაჩინო ადგილას
** სტაჟიორებისთვის მენტორობის გაწევა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური
** პრეზენტაბელური
** გუნდური მუშაობის უნარი 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 27 ივლისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hrproject6@gorgia.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

გისურვებთ წარმატებას!