დისპეტჩერი

10 დეკემბერი - 20 დეკემბერი

"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "ლუსონი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ: პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს; ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "გორგია" აცხადებს ვაკანსიას დისპეტჩერის პოზიციაზე, თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობებს შორის გადაზიდვების ორგანიზება
** რეალიზაციის დოკუმენტების მიღება/შემოწმება
** სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და ტვირთის გაშვება
** რეპორტინგი - ყოველდღიური რეპორტების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელთან გადაგზავნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით)
** მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** პუნქტუალური
** ორგანიზებული
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 20 დეკემბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: hrproject4@gorgia.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!