ბუღალტერი - ზუგდიდი

09 ნოემბერი - 09 დეკემბერი

ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "გორგია პრემიუმი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში. 

ჩვენ გთავაზობთ: პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს. ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას. 

კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში. 

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია. 

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე, ზუგდიდში

ძირითადი მოვალეობები:

** ბუღალტრული დოკუმენტაციის შექმნა და ანგარიშის წარმოება 
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი
** ბუღალტრული ოპერაციების პროგრამული ასახვა
** საავანსო ანგარიშგებების მომზადება
** სხვა ბუღალტრული ოპერაციების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ეკონომიკური ან ფინანსური მიმართულებით)
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერის პოზიციაზე
** აუცილებელია 1C -ში მუშაობის გამოცდილება
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 16 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hrproject1@gorgia.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

გისურვებთ წარმატებას!