PR სპეციალისტი

08 ივნისი - 08 ივლისი

კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

კომპანია "ციტადელი" 2011 წელს დაარსდა და უკვე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამშენებლო მასალების ბაზარზე. კომპანიის პრიორიტეტია მაღალი ხარისხის, ფართო ასორტიმენტის იმპორტი და რეალიზაცია მისაღებ ფასად. ციტადელი სამშენებლო პროდუქციის ისეთი მომწოდებლების პარტნიორია, როგორიცაა მსოფლიოში წამყვანი ბრენდები: დანიური კომპანია "Rockwool, " ფრანგული კომპანია "Icopal, " რუსული კომპანია "Sveza, " გერმანული კომპანია "Peri, " დანიური კომპანია "Paroc, " გერმანული კომპანია "Liebherr, " გერმანული კომპანია "kreisel" და სხვა.

"ციტადელი" მომხმარებელს სთავაზობს მშენებლობისთვის აქტუალურ და მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.

კომპანია აერთიანებს სავაჭრო სივრცეებს, საბითუმო ბაზებს თბილისსა და ბათუმში, სამშენებლო ტექნიკის, სამშენებლო და საერთაშორისო გადაზიდვების კომპანიას.

კომპანია "ციტადელი" მზარდი განვითარების კომპანიაა და აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე. ის გამოირჩევა ახალგაზრდა, პერსპექტიული საკადრო რესურსის განვითარების ხელშეწყობითა და დასაქმებით. სარგებლობს კარგი რეპუტაციით როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

კომპანია "ციტადელის" ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობით, კვალიფიციური თანამშრომლებით, თანამშრომლებზე ზრუნვით და განვითარებით.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სოციალური მედიის ადმინისტრირების ცოდნა (Facebook/Instagram/Linkedln);
** ვებ-გვერდის ადმინისტრირების ცოდნა;
** კარგად განვითარებული წერითი კულტურა და უნარები.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სოციალური მედია საშუალებებისა და ონლაინ აქტივობების დაგეგმვა, მართვა;
** კომპანიის ვებ-გვერდის და სოციალური ქსელების ადმინისტრირება;
** სოციალური მედია კამპანიის სტრატეგიის შემუშავებაში და განხორციელებაში აქტიური ჩართულობა და მონაწილეობა;
** მომხმარებლებთან მჭიდრო ინტერაქცია (კითხვებზე პასუხის გაცემა, გადამისამართება, ინფორმაციის მიწოდება);
** სარეკლამო და საინფორმაციო მასალების მომზადება;
** სარეკლამო, PR აქტივობების დაგეგმვაში და ორგანიზებაში მონაწილეობა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებულობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და სამუშაო დროის სწორად გადანაწილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@citadeli.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) სპეციალისტი თბილისში).

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

"ციტადელი" შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად გთხოვთ ესტუმროთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!