მონაცემთა ბაზების/SAP ბაზის ადმინისტრატორი

20 თებერვალი - 20 მარტი

ციტადელი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას - მონაცემთა ბაზების/SAP ბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები: 

** უმაღლესი განათლება კომპიუტერულ მეცნიერებებში, საინფორმაციო სისტემებში, ინჟინერიაში; 
** მუშაობის გამოცდილება MS SQL Server 2008/2012 და შემდგომ ვერსიებში;
** SAP ERP ადმინისტრირების გამოცდილება, მონაცემთა ბაზების ტექნიკური მხარდაჭერის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობებია: 

** გადაჭრას მონაცემთა ბაზებთან დაკავშირებული ყოველდღიური ამოცანები;
** პასუხისმგებლობა აიღოს მონაცემთა ბაზებთან დაკავშირებული ყველა ამოცანის შესრულებაზე: დიზაინი, იმპლემენტაცია, SQL მონაცემთა ბაზების უსაფრთხოების, სარეზერვო ასლების წარმოების/აღდგენის ლოგირების პროცედურებზე;
** მართოს მონაცემთა ბაზების ყველა ტექნიკური ასპექტი და პროცესი;
** შეასრულოს ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური მონაცემების შენარჩუნების ამოცანები;
** ჩაატაროს და თვალყური ადევნოს სარეზერვო კოპირების პროცედურებს;
** აწარმოოს დოკუმენტირება კომპანიის მონაცემთა ბაზის გარემოზე და ცვლილებებზე.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემის ოპერატიულად და აზრიანად გადაჭრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: cv@citadeli.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება მონაცემთა ბაზების/SAP ბაზისის ადმინისტრატორი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 15 მარტი, 2018 წ.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

"ციტადელი ჰოლდინგის" შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად გთხოვთ ესტუმროთ ვებ-გვერდს: http://www.citadeli.com