ინჟინერ-მშენებელი

18 ოქტომბერი - 20 ნოემბერი

კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას - ინჟინერ-მშენებლის პოზიციაზე თბილისში.

კომპანია "ციტადელი" 2011 წელს დაარსდა და უკვე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამშენებლო მასალების ბაზარზე. კომპანიის პრიორიტეტია მაღალი ხარისხის, ფართო ასორტიმენტის იმპორტი და რეალიზაცია მისაღებ ფასად. ციტადელი სამშენებლო პროდუქციის ისეთი მომწოდებლების პარტნიორია, როგორიცაა მსოფლიოში წამყვანი ბრენდები: დანიური კომპანია "Rockwool, " ფრანგული კომპანია "Icopal, " რუსული კომპანია "Sveza, " გერმანული კომპანია "Peri, " დანიური კომპანია "Paroc, " გერმანული კომპანია "Liebherr, " გერმანული კომპანია "kreisel" და სხვა.

"ციტადელი" მომხმარებელს სთავაზობს მშენებლობისთვის აქტუალურ და მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.

კომპანია აერთიანებს სავაჭრო სივრცეებს, საბითუმო ბაზებს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში.

კომპანია "ციტადელი" მზარდი განვითარების კომპანიაა და აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე. ის გამოირჩევა ახალგაზრდა, პერსპექტიული საკადრო რესურსის განვითარების ხელშეწყობითა და დასაქმებით. სარგებლობს კარგი რეპუტაციით როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

კომპანია "ციტადელის" ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობით, კვალიფიციური თანამშრომლებით, თანამშრომლებზე ზრუნვით და განვითარებით.

ძირითადი მოთხოვნები:

** ინჟინერ-მშენებლის უმაღლესი განათლება (განიხილება ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსის სტუდენტიც და/ან მაგისტრატურის სტუდენტიც);
** ინჟინერ-მშენებლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების კითხვა;
** სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის წარმოება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია პროგრამების Arch cad-ის AutoCAD-ის ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის დამუშავება, სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
** მოზიდული პროექტების შესაბამისად დამკვეთთან ურთიერთობების განვითარება, შესასრულებელ სამუშაოებზე ანგარიშების წარდგენა, დასრულებისას შესაბამისი დოკუმენტაციით მიღება-ჩაბარების უზრუნველყოფა;
** დაკვეთის მიღების შემდეგ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო პროცესების ორგანიზება;
** სამშენებლო ობიექტზე მის დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის სამუშაოს ორგანიზება და ხელმძღვანელობა;
** დავალებების მაღალხარისხიანი და დაგეგმილ ვადებში შესრულება, საპროექტო დოკუმენტაციის მოთხოვნების უზრუნველყოფით და მის შესაბამისად;
** შრომის უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა;
** სამუშაოების შესაბამისი დოკუმენტაციების წარმოების და წარდგენის უზრუნველყოფა;
** დამკვეთისთვის მიმდინარე პროცესებზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** სამშენებლო ობიექტის შესაბამისი სამშენებლო მასალით უზრუნველყოფის ორგანიზება და ზედამხედველობა;
** ყოველდღიური ანგარიშის/რეპორტინგის მომზადება მიმდინარე სამშენებლო პროექტების მიზიდვის, მიმდინარე სამშენებლო პროცესისა და ფინანსური საკითხების შესახებ.
** *შენიშვნა: კანდიდატის ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ის, განვიხილოთ მხოლოდ სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის მომზადების, პროექტის დამუშავების და დამკვეთთან ურთიერთობების სამუშაოების ნაწილზე.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@citadeli.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (ინჟინერ-მშენებელი თბილისში).

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 20 ნოემბერი, 2019 წ.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

"ციტადელი" შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად გთხოვთ ესტუმროთ ვებ-გვერდს: http://www.citadeli.com

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!