ინჟინერ-მშენებელი

08 ივნისი - 08 ივლისი

კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-მშენებელის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები: 

** ინჟინერ-მშენებლის უმაღლესი განათლება; 
** ინჟინერ-მშენებლად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების კითხვა;
** სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის ცოდნა;
** პრიორიტეტულია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, სასურველია Arch cad-ის AutoCAD-ის;
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა.

ძირითადი მოვალეობები: 

** პროექტის მოზიდვა, დამუშავება, ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
** დაინტერესებული პირებისთვის, პოტენციური მყიდველებისთვის პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, მათივე პროექტის დამუშავება, ფინანსური გაანგარიშება, ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
** სამშენებლო პროექტების დამუშავება, საჭირო მასალების განსაზღვრა, ხარჯთაღრიცხვა;
** სამშენებლო პროექტის ბიუჯეტის შედგება;
** სამშენებლო პროექტების მოზიდვა, მოლაპარაკების წარმართვა, შეთავაზების მომზადება;
** გაყიდვების თანამშრომლებისთვის ტექნიკური მხარდაჭერა, მათი მოზიდული პროექტებისთვის ფინანსური გაანგარიშება სხვადასხვა ალტერნატიული წინადადებების მომზადება და გაცნობა;
** დავალებების მაღალხარისხიანი და დაგეგმილ ვადებში შესრულება, საპროექტო დოკუმენტაციის მოთხოვნების უზრუნველყოფით და მის შესაბამისად;
** ახალი ტექნოლოგიების შესწავლა, მათ დანერგვაში მონაწილეობა და დახმარება;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დატვირტულ რეჟიმში მუსაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@citadeli.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (ინჟინერ-მშენებელი თბილისში).

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

"ციტადელი ჰოლდინგის" შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად გთხოვთ ესტუმროთ ვებ-გვერდს: http://www.citadeli.com