ტრენერი გარემოს დაცვის საკითხებში

15 თებერვალი - 15 მარტი

"ახალგაზრდა მეწარმეთა სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის" არის ერთწლიანი ინიციატივა, რომელსაც საქართველოში ახორციელებს "სამოქალაქო განვითარების სააგენტო" (სიდა), ხოლო აზერბაიჯანში პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია "დასავლეთის რესურსი სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარებისთვის". პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, "აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის საქართველო - აზერბაიჯანის პროგრამის" ფარგლებში.

"აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა" შესაძლებლობას აძლევს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს განსაზღვრონ და ერთობლივად უპასუხონ მოსაზღვრე რეგიონებში არსებულ გამოწვევებს ადგილობრივ დონეზე მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითარების მხარდასაჭერად.

პროექტის მიზანია გააუმჯობესოს საქართველოსა და აზერბაიჯანის მოსაზღვრე რეგიონებში  საცხოვრებელი პირობები და შექმნას ხელსაყრელი გარემო ეკონომიკური ზრდისა და თემთა შორის თანამშრომლობისთვის, შესაბამისი მექანიზმებით:

** ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ქსელის შექმნა და გაძლიერება მოსაზღვრე რეგიონების ეკონომიკური განახლების დაგეგმვისა და ადვოკატირების მიზნით
** ახალგაზრდა მეწარმეების ჩართვა ტრანსსასაზღვრო ეკონომიკურ თანამშრომლობასა და შესაძლებლობების გაფართოების ღონისძიებებში
** ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერება კულტურათშორისი ტოლერანტობის, გენდერული თანასწორობის და გარემოს დაცვის ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით.

პროექტის სამიზნე რეგიონებია საქართველოში ქვემო ქართლის რეგიონიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტი, კახეთის რეგიონიდან საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, ხოლო აზერბაიჯანში განჯის რეგიონიდან გაზახის და აღსტაფას მუნიციპალიტეტი.

საკონსულტაციო მომსახურების მიზანი:

სიდა ეძებს ტრენერს, რომელიც ქვემო ქართლში, კახეთში და განჯა-გაზახის რეგიონებში მოქმედი ახალგაზრდა მეწარმეებისთვის ჩაატარებს ვორქშოფს გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.

განსახორციელებელი ამოცანები:

1. სამიზნე აუდიტორიისთვის ვორქშოფის ჩატარება (ერთდღიანი შეხვედრა, 20 მონაწილე) შემდეგ საკითხებზე:

** გარემოს დაცვის და მდგრადობის საკითხების გათვალისწინება ბიზნესში
** გარემოსთვის დამაზიანებელი სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმიანობა
** სოფლის მეურნეობის და სხვა რესურსების მხრივ ინტენსიური ბიზნეს აქტივობის  ინტენსიფიკაციის გავლენა ადგილობრივ გარემოზე
** სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გარემოს მდგრადობის შენარჩუნების საუკეთესო პრაქტიკა
** საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი გარემოს უსაფრთხოების მიზნები
** ინიციატივები აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობლივი გარემოს დაცვითი ღონისძიებების განსახორციელებლად.

2. სხვა საკითხები რომლებიც უკავშირდება აღნიშნულ თემატიკას.

ვორქშოფის მეთოდოლოგია უნდა იყოს შემუშავებული ზრდასრულთა სწავლების თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, ინტერაქტიური და ჩართულობითი ინსტრუმენტების გამოყენებით.

სააპლიკაციო დოკუმენტაცია:

** განაცხადი ვორქშოფის შინაარსის, საბოლოო პროდუქტებისა და საბოლოო შედეგების აღწერილობით
** კონსულტანტის ჰონორარი (გადასახადების ჩათვლით)
** განმცხადებლის კვალიფიკაციის დეტალური აღწერა, სადაც ნათლად გამოჩნდება შესაბამის სფეროში საქმიანობის გამოცდილება.  

საბოლოო პროდუქტები:

შერჩეულმა ტრენერმა უნდა წარადგინოს: გარემოს დაცვის საკითხებზე ვორქშოფის განხორციელების მოდული და დღის წესრიგი.
ტრენინგის დასრულებისას ტრენერმა უნდა წარადგინოს: ვორქშოფის პოსტ შეფასების ანგარიში, ახალგაზრდული ინიციატივების ანგარიში.

ვორქშოფის თარიღი: 25 თებერვალი, 2019 წელი.

ანგარიშგება: ტრენერი ანგარიშვალდებული იქნება წარადგინოს ვორქშოფის შედეგების ანგარიში პროექტის გუნდთან.

განაცხადების მიღების საბოლოო ვადა: 20 თებერვალი, 2019 წელი.

შენიშვნა: "სიდას" არ აქვს განაცხადის სპეციფიკური ფორმა და შეზღუდვა განაცხადის მოცულობასთან დაკავშირებით არ არსებობს.

შერჩევის კრიტერიუმები:

პროექტის გუნდი შეარჩევს ისეთ განაცხადს, რომელიც წარდგენილი იქნება ბოლო ვადის გასვლამდე და დააკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

** განაცხადის შესაბამისობა ტექნიკურ დავალებაში აღწერილ მოთხოვნებთან
** შეთავაზებული მეთოდოლოგიის და ტრენინგ მოდულის ხარისხი და სამოქმედო გეგმის მიზანშეწონილობა
** განმცხადებლის კვალიფიკაცია, მათ შორის მსგავსი საქმიანობის განხორციელების გამოცდილება.

განაცხადების მიღება:

განაცხადი წარდგენილი უნდა იქნას ელექტრონულად, მისამართზე: n.chitorelidze@cida.ge (სათაურის ველში მიუთითეთ: "ტრენერი გარემოს დაცვის საკითხებში").