ტენდერი - სოციალური ვიდეო რგოლის მომზადება

17 მაისი - 17 ივნისი

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური უფლებების პოპულარიზაციას, დაცვასა და განხორციელებას, როგორც სერვისის პირდაპირი მიწოდებით, ასევე, პრობლემათა გადაწყვეტით, დაინტერესებული ჯგუფების შესაძლებლობებისა და კავშირების განვითარებით. 

სტრატეგიული მიზნები: 

** სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განვითარება 
** ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, რეგიონული და ადგილობრივი განვითარება 
** მიგრაციული პროცესების მართვის გაუმჯობესება 
** პასუხისმგებლიანი ბიზნესის წახალისება
** გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება

"სიდა" ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში" (TESI), რომლის მიზანია ხელი შეუწყოს პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების შესაძლებლობების განვითარებას ყოფილი და ამჟამინდელი მსჯავრდებულების, განრიდებული და პირობითი მსჯავრის მქონე პირებისა და მათი ოჯახებისათვის - სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გზით. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA) და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი (DVV International). 

ყოფილ პატიმართა ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარების მიზით, "სიდამ" საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრთან" პარნიორობით მოახდინა 43 მცირე ბიზნეს გრანტის გაცემა სამიზნე ჯგუფისათვის. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში "სიდა" იწვევს კომპანიებს დაფინანსებული ბიზნეს პროექტების შესახებ სოციალური ვიდეო რგოლის მომზადებისათვის ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. 

ვიდეო რგოლის მიზანი: 

** წარმატებული ისტორიების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და პროექტის სამიზნე ჯგუფის მიმართ არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულების ცვლილების წახალისება;
** კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა ინტერესის გაზრდა სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო და დასაქმების პროგრამებში ჩართვისადმი;
სოციალური ვიდეო რგოლის გავრცელება შესაძლებელი უნდა იყოს, როგორც სოციალურ ქსელში, ისე სატელევიზიო სივრცეში. 

სამუშაოს აღწერა: 

** 3 ვიდეო რგოლის მომზადება. 
** თითოეული ვიდეოს ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს; 
** ვიდეო რგოლის სცენარი (შინაარსის, გადაღების, მუსიკალური გაფორმებისა და დიზაინის ჩათვლით) უნდა შეთანხმდეს დამკვეთსა და დონორ ორგანიზაციებთან;
** ვიდეო რგოლი უნდა იყოს ქართულ ენაზე ინგლისურ ენოვანი სუბტიტრების გამოყენებით;
vსამუშაო უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 2 თვის ვადაში;

კონკურსში მონაწილეობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კონკურსში მონაწილეობა შეუძლია, საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს; 
** კომპანიას უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება. 
** სასურველია კოპანიას ჰქონდეს ამავე სამიზნე ჯგუფთან და/ან მსგავს თემატიკაზე ვიდეო რგოლის მომზადების გამოცდილება. 

დაინტერესებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:

** ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ (პორთფოლიო); 
** მინიმუმ 3 ვიდეო რგოლის ბმული განთავსებული youtube.com-ზე;
** მომსახურების გაწევის ვადები (დაწყებისა და დასრულების თარიღი); 
** პროდუქციის მიწოდების პირობები;
** მომსახურების სრული ღირებულება (დღგ-ს გარეშე). 
** დაინტერესებულმა კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ვიდეო რგოლის გადაღები განხორციელდება სხვადასხვა რეგიონებში. გადამღები ჯგუფის წევრთა ტრანსპორტირებისა და განთავსების ხარჯები დაფარული იქნება ორგანიზაციის მიერ. 

სატენდერო დოკუმენტაციის (დამოწმეული პასუხისმგებელი პირის მიერ) წარმოდგენა უნდა განხორციელდეს ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: tesi@cida.ge სათაურის ველში აუცილებლად უნდა იქნეს მითითებული ტენდერის დასახელება/ნომერი. 

"სიდა" წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ჩაატარებს მომსახურების შეთავაზების ანალიზს კონტრაქტის მინიჭებისათვის. 

ყველა შეკითხვა ან განმარტება (ტენდეთან დაკავშირებით) 1 ივნისის ჩათვლით, შესაძლებელია გამოგიზავნოს მისამართზე: Email: tesi@cida.ge
დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 4 ივნისისა.