სექციის გაყიდვების მენეჯერი

17 ივლისი - 17 აგვისტო

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნეო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო"-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 50 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

2015 წლის 23 მაისს შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგ"-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი "დომინო", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ის ტერიტორიაზე.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სექციის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. 

ძირითადი მოვალეობები:

** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, სამუშაო გეგმის შედგენა და მათ მიერ განხორციელებული გაყიდვების და მომსახურების პროცესის მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული პერსონალის დავალებათა შესრულების კონტროლი, შესრულების ხარისხის შეფასება;
** დაქვემდებარებული პერსონალის სამოტივაციო სისტემის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** სექციის გაყიდვების გეგმის შესრულების მონიტორინგი;
** ფასების კორექტირება, აქციების და ფასდაკლებების განხორციელება;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკება და მათთან კომერციული პირობების შეთანხმება;
** პროდუქციის ნაირსახეობის მატებაზე ზრუნვა;
** მაღაზიის დირექტორის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
** სექციის/გაყიდვების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** რუსული ენის ცოდნა სავალდებულოა;
** 1C ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი.

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.