ქოლ-ცენტრის ოპერატორი

12 აპრილი - 11 მაისი

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო"-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 50 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
2015 წლის 23 მაისს შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგ"-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი "დომინო", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "East Point"-ის ტერიტორიაზე.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე "ისთ ფოინთის" ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ცხელ ხაზზე შემომავალ ზარებზე დროულად პასუხის გაცემა;
** მისი კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებლისთვის დახმარების აღმოჩენა, კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა და მათთვის დეტალური და ამომწუვრავი ინფორმაციის მიწოდება; 
** საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების გადამისამართება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია;
** ინგლისური და რუსული ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;

პირობები:

** გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა 09:00 - 22:00 საათი
** ხელფასი: 500 ლარი 

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@domino.com.ge

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ფილიალი, რომელშიც გსურთ განაცხადის შემოტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 11 მაისი.

გისურვებთ წარმატებებს!