მოლარე

17 ივლისი - 17 აგვისტო

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნეო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო "-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 50 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

2015 წლის 23 მაისს შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგ"-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი "დომინო", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ის ტერიტორიაზე.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
** ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მოლარედ მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ფლობა;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დისციპლინირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 16 აგვისტო

გისურვებთ წარმატებებს!