ინტერიერის დიზაინერი

17 ივლისი - 17 აგვისტო

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო"-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 50 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

2015 წლის 23 მაისს შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგ"-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი "დომინო", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "East Point"-ის ტერიტორიაზე.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე. 

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტის კვალიფიციური კონსულტირება და მათთვის დიზაინის შექმნა;
** დიზაინის შექმნა სპეციალურ პროგრამაში (შეისწავლის ადგილზე)
** მასალის შერჩევა და შერჩეული მასალით დიზაინის აწყობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინტერიერის დიზაინის ან არქიტექტურის განხრით;
** შიდა მოსაპირკეთებელი პროდუქციის ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა;
** გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: 3D Max, AutoCAD, ArchiCAD, Adobe Photoshop;
** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შემოქმედებითი აზროვნება და შედეგზე ორიენტირებულობა; 

სამუშაო გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა, კვირაში 40 საათი

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV და პორტფოლიო მისამართზე: vacancy@domino.com.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 16 აგვისტო.

გისურვებთ წარმატებებს!