შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნეო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო "-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 50 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
2015 წლის 23 მაისს შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგ"-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი "დომინო", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ის ტერიტორიაზე. 2019 წელს, ჰიპერმარკეტმა "დომინომ" გახსნა პატარა ფორმატის მარკეტები დიდ დიღომში და ისანში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების სპეციალისტის პოზიციაზე "ისთ ფოინთის" ფილიალში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სანიტარული და ჰიგიენური წესრიგის დაცვა;
** ჰიპერმარკეტის ტერიტორიაზე სისუფთავის კონტროლზე მუდმივი ზრუნვა;
პიროვნული თვისებები:
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ენერგიული, მოწესრიგებული.
სამუშაო გრაფიკი და პირობები:
** გრაფიკი: 3 დღიანი სამუშაო ცვლა, 09:00-22:00;
** ხელფასი: 450 ლარი;
** დაზღვევა;
** კვება;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ჰიპერმარკეტ დომინოს საინფორმაციოში არსებული განაცხადის ფორმა ან გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
დასუფთავების სპეციალისტი
26 სექტემბერი -
26 ოქტომბერი