ავტოკარის მძღოლი/საწყობის მუშა - დიდი დიღომი

17 იანვარი - 17 თებერვალი

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნეო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო "-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 50 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

2015 წლის 23 მაისს შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგ"-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი "დომინო", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "East Point"-ის ტერიტორიაზე.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ავტოკარის მძღოლის/საწყობის მუშის პოზიციაზე დიდი დიღმის ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში მოსული ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა;
** შემოსული პროდუქციის მითვლა
** სხვა ფიზიკური სამუშაოების შესრულება რაც დაკავშირებულია ჰიპერმარკეტის საქმიანობასთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ავტოკარის მართვის ცოდნა სავალდებულოა;

პიროვნული თვისებები:

** კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა, 09:00-22:00 საათი;
ხელფასი: 650 ლარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ჰიპერმარკეტ დომინოს საინფორმაციოში არსებული განაცხადის ფორმა ან გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@domino.com.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (ავტოკარის მძღოლი დიდ დიღომში), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!