სუპერვაიზერის დამხმარე

06 აპრილი - 06 მაისი

კომპანია "BMS"-ი აცხადებს ვაკანსიას სუპერვაიზერის დამხმარის თანამდებობაზე.

"BMS"-ი საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომლიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების (Frosch, Vileda, Greenfield, Reggia და სხვა მრავალის) დისტრიბუციას.

ადგილმდებარეობა: ქუთაისი

ძირითადი მოვალეობები: 

** გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და ორგანიზება;
** პრი-სელერების საქმიანობის კონტროლი და მონიტორინგი;
** ბრენდების მიხედვით პროდუქციის პორტფელის კონტროლი, ანალიტიკა და ფინანსური მოდელირება;
** ახალი კლიენტების მოზიდვა;
** არსებულ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** წერილობითი და ზეპირი რეპორტების მომზადება გაყიდვების ხელმძღვანელისთვის;
** კომპანიის პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** გაყიდვებში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
** მენეჯერული თვისებები;
** კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; 
** მოტივირებული და მიზანდასახული;
** შედეგზე ორიენტირებული;
** საკუთარი ავტომობილი;
** სქესი მდედრობითი

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე(CV)შემდეგ მისამართზე: g.garuchava@bms.ge და გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება. 

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.