პრისელერი

23 აპრილი - 23 მაისი

კომპანია "BMS"-ი აცხადებს ვაკანსიას პრისელერის თანამდებობაზე.

BMS-ი საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომლიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების (Frosch, Vileda, Greenfield, Reggia და სხვა მრავალის) დისტრიბუციას.

ადგილმდებარეობა: ბათუმი.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია  აღნიშნულ სფეროში/პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება 
** მართვის მოწმობა (B კატეგორია) 
** უმაღლესი განათლება 
** ასაკი: 20-დან 30 წლამდე
** სქესი: მამრობითი/მდედრობითი
** საკუთარი ავტომობილი.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელობა და სითამამე;
** სისწრაფე, ოპერატიულობა;
** ინიციატივიანობა, აქტიურობა;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სანიმუშო სამუშაო ეთიკა და დისციპლინა;
** კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლობიანი;
** შრომისმოყვარე, ორგანიზებული და მოტივირებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ტექნიკური უნარები:

** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ჯგუფური მუშაობის გამოცდილება.

მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების კარგი ცოდნა
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება, გადახდის პირობების ჩათვლით.
** შეკვეთის გაფორმება.
** კლიენტების მონაცემთა ბაზებზე მუშაობა, მუდმივი განახლება და კონტროლი.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად,  გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: g.andguladze@bms.ge და შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.