1C ოპერატორი/სტაჟიორი

19 სექტემბერი - 19 ოქტომბერი

კომპანია "მეგაკო" აცხადებს ვაკანსიას 1C ოპერატორის სტაჟიორის პოზიციაზე ქ. თბილისში. 

კომპანია მეგაკო აცხადებს ვაკანსიას ანაზღაურებად 1C ოპერატორის სტაჟიორის პოზიციაზე, გვესაჭიროება ენერგიული და მოტივირებული ახალგაზრდა შემდგომში დასაქმების პერსპექტივით. სტაჟირების პერიოდში თქვენ უფასოდ შეისწავლით და დაეუფლებით 1C პროგრამას, რომელიც არის ძალიან საჭირო და მოთხოვნადი დღევანდელ სამუშაო ბაზარზე. გამოიმუშავებთ გუნდთან მუშაობის უნარ - ჩვევებს და დისტრიბუციის მუშაობის პრინციპებს, სტაჟირების პერიოდი დამოკიდებულია კანდიდატის უნარ-ჩვევებზე, სტაჟირების დასრულების შემდგომ გაიცემა ოფიციალური შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ თქვენ გაიარეთ სტაჟირება აღნიშნულ კომპანიაში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** განათლება აუცილებელია ტექნიკური განხრით.
** მათემატიკური აზროვნების უნარი.
** საოფისე პროგრამები (სასურველია MS Excel-ის ცოდნა).
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: hr@megako.ge 2018 წლის 15 ოქტომბრამდე.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - 1C ოპერატორის სტაჟიორი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.