მზარეული, მოლარე-ოპერატორი

11 დეკემბერი - 11 იანვარი
10 წლიანი გამოცდილების მქონე, Golden brand --ის მფლობელი ამერიკული კომპანია "Ronny`s Pizza" აცხადებს ვაკანსიას მზარეულისა და მოლარე ოპერატორის პოზიციაზე.

ნებისმიერ მსურველს, განსაკუთრებით კი სტუდენტებს კომპანია გთავაზობთ მზარდ ხელფასს სტაჟის მიხედვით და მოსახერხებელ სამუშაო გრაფიკს. თუ, გაქვთ თავისუფალი დრო და გსურთ დამატებითი შემოსავლის მიღება ეს სამსახური თქვენთვის არის.

1. მოლარე (საქმის ადგილზე შესწავლა)

სამუშაო აღწერა:

** მომხმარებელთა მომსახურება
** სატელეფონო ზარების, ასევე შესაბამისი აპლიკაციების მეშვეობით შეკვეთების აღება და პროგრამაში გაფორმება
** სალაროს ოპერაციების წარმოება
** სისუფთავეზე ზრუნვა

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური ენა (სავალდებულო)
** სასურველი იქნება გაყიდვების სფეროში გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე
** კომუნიკაბელური
** საქმეზე ორიენტირებული
** მაღალი პასუხისმგებლობის მქონე

2. მზარეული

საჭირო უნარები:

** დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული

6 დღიანი სამუშაო კვირა, 7 საათიანი სამუშაო დღე
მისამართი: ვაჟა ფშაველა 3, ფალიაშვილის 43

სამუშაოდ გიწვევთ გუნდში, რომელიც მუდამ ორიენტირებულია თქვენი უნარების განვითარებაზე და კარიერულ წინსვლაზე, გუნდში რომლისთვისაც თითოეული ადამიანი მნიშვნელოვანი, პატივსაცემი და ღირებულია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოგზავნოთ რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდგომ ელ. ფოსტაზე Teamronnys@gmail.com