მოპედით მოსიარულე კურიერი, მოლარე ოპერატორი

05 ნოემბერი - 05 დეკემბერი

10 წლიანი გამოცდილების მქონე, "Golden Brand"-ის მფლობელი ამერიკული კომპანია "Ronny`s Pizza" აცხადებს ვაკანსიას კურიერის და მოლარე ოპერატორის პოზიციაზე.

ნებისმიერ მსურველს, განსაკუთრებით კი სტუდენტებს კომპანია გთავაზობთ მზარდ ხელფასს სტაჟის მიხედვით და მოსახერხებელ სამუშაო გრაფიკს. თუ, გაქვთ თავისუფალი დრო და გსურთ დამატებითი შემოსავლის მიღება ეს სამსახური თქვენთვის არის.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი
ვაჟა -ფშაველა, ფალიაშვილი, დიდი დიღომი

1. კურიერი

თითოეული კურიერისთვის კომპანია უზრუნველყოფს მუდმივად საუკეთესო მუშა მდგომარეობაში მყოფ მოპედებს, საწვავს და დაზიანების შემთხვევაში შეკეთების სერვისს, ასევე სამუშაო პროცესისთვის საჭირო ყველანაირ აღჭურვილობას.

სამუშაო აღწერა: "Ronny`s Pizza"-ს მომხმარებლებისთვის პიცერიის პროდუქციის ადგილზე მიტანა.

ძირითადი მოთხოვნები:

** A, A1 კატეგორიის მართვის მოწმობა
** მცირე მეწარმის სტატუსი

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე
** კომუნიკაბელური
** საქმეზე ორიენტირებული
** მაღალი პასუხისმგებლობის მქონე

2. მოლარე (საქმის ადგილზე შესწავლა)

სამუშაო აღწერა:

** მომხმარებელთა მომსახურება
** სატელეფონო ზარების, ასევე შესაბამისი აპლიკაციების მეშვეობით შეკვეთების აღება და პროგრამაში გაფორმება
** სალაროს ოპერაციების წარმოება
** სისუფთავეზე ზრუნვა

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური ენა (სავალდებულო)
** სასურველი იქნება გაყიდვების სფეროში გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე
** კომუნიკაბელური
** საქმეზე ორიენტირებული
** მაღალი პასუხისმგებლობის მქონე

სამუშაოდ გიწვევთ გუნდში, რომელიც მუდამ ორიენტირებულია თქვენი უნარების განვითარებაზე და კარიერულ წინსვლაზე, გუნდში რომლისთვისაც თითოეული ადამიანი მნიშვნელოვანი, პატივსაცემი და ღირებულია.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ასევე შესაბამისი სერტიფიკატები, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: teamronnys@gmail.com ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 555 632 152.

გთხოვთ, წერილის გადმოგზავნისას "Subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.