დღე-ღამის მოლარე-ოპერატორი

22 აპრილი - 22 მაისი

მისო "რიკო ექსპრესი" ქ. თბილისში  აცხადებს ვაკანსიას  დღე-ღამის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

საწყისი ანაზღაურება: 600 ლარი (ხელზე ასაღები) + სამედიცინო დაზღვევა.

ძირითადი მოვალეობები:

** ფულადი გზავნილების სისტემით ოპერაციების განხორციელება;
** ვალუტის გაცვლითი ოპერაციების განხორციელება;
** მომხმარებლებისთვის ბანკის პროდუქტების შეთავაზება და კონსულტირება;
** სწორი გადამისამართება მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით.

მოთხოვნები:

** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** მათემატიკური და ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** კეთილგანწყობა, თავაზიანობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სასურველია აპლიკანტს გააჩნდეს სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;

კანდიდატები მზად უნდა იყვნენ გაიარონ სტაჟირება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად(ფოტოს ზომა 3X4) გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  vacancy@ricocredit.com  და სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის და ქალაქის დასახელება.

რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.