დღე-ღამის მოლარე-ოპერატორი

01 აპრილი - 01 მაისი

მისო "რიკო ექსპრესი" ქ. ბათუმში აცხადებს ვაკანსიას დღე-ღამის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე: 

საწყისი ანაზღაურება: 600 ლარი (ხელზე ასაღები) + სამედიცინო დაზღვევა.

მოთხოვნები:

** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** მათემატიკური და ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** კეთილგანწყობა, თავაზიანობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სასურველია აპლიკანტს გააჩნდეს სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;

კანდიდატები მზად უნდა იყვნენ გაიარონ სტაჟირება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად(ფოტოს ზომა 3X4) გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ricocredit.com ან მოიტანოთ შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი ი.ჭავჭავაძის ქ. N25. სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება.

რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.