სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" ეძებს კადრს კოშკურა ამწის ოპერატორის პოზიციაზე თბილისთან ახლოს, გარდაბანში.
"პრაიმ ბეტონი" არის დაზღვეული სამოქალაქო კონტრაქტორი, რომელსაც აქვს ფილიალები თბილისსა და ფოთში და ჩართულია სამშენებლო სფეროს მომსახურებებში. ჩვენი მომსახურება მოიცავს მთლიანი პროექტების მართვას, მიწის სამუშაოებს, მონოლითური ბეტონის სამუშაოებს, ფოლადის კონსტრუქციების მონტაჟს, ასევე ბეტონისა და ინერტული მასალის წარმოებასა და მიწოდებას.
იხილეთ ლინკი: http://www.primeconcrete.ge
პოზიცია: კოშკურა ამწის ოპერატორი
სამუშაო განაკვეთი: სრული
პოზიციის ადგილმდებარეობა: გარდაბანი
სამუშაოს აღწერილობა:
** პულტიანი კოშკურა ამწის მართვა
** კომპეტენციის ფარგლებში სამშენებლო პროექტის მენეჯერის დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესაბამისი მართვის მოწმობა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ტექნიკის უსაფრთხოდ მართვის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@primeconcrete.ge და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კოშკურა ამწის ოპერატორი - გარდაბანი
12 აპრილი -
12 მაისი