კომერციული დირექტორი

05 აპრილი - 05 მაისი

კომპანია "პრემიქსი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის გენერალურ დირექტორთან ერთად, კომერციული მიმართულებით კომპანიის სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და შესრულების მენეჯმენტი;
** პროდუქტების განვითარების, ასორტიმენტის გაფართოვების, გაყიდვების და მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
** კომერციული შესყიდვებისა და მარაგების მართვის სტრატეგიების სამოქმედო გეგმების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
** კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან და მომწოდებლებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
** გაყიდვების მიმართულებით, მომხმარებელთან ურთიერთობის/მომსახურების უმაღლესი სტანდარტების დანერგვა და განხორციელება;
** კომერციული დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტის შედგენის უზრუნველყოფა კომპანიაში ბიუჯეტირების ერთიანი პროცესის ფარგლებში. ფინანსური სამსახურისთვის ყველა აუცილებელი ინფორმაციის დროულად და ხარისხიანად მიწოდება;
** კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან და სამსახურებთან სტრატეგიული ამოცანების შესრულებაზე ორიენტირებული კომუნიკაციისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;
** კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, სხვა შესაბამისი საქმიანობების განხორციელება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან ფინანსებში. MBA ჩაითვლება უპირატესობად;
** სავალდებულოა მუშაობის გამოცდილება მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე მარკეტინგის ან/და გაყიდვების მიმართულებით;
** მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ 4 წლის, ხოლო მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
** ძირითადი საოფისე პროგრამების (Word, PowerPoint, Outlook) ცოდნა;
** Excel მაღალ დონეზე ფლობა;
** უცხო ენების (რუსული, ინგლისური) მაღალ დონეზე ფლობა.

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზების და მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და გუნდის ეფექტიანი მუშაობის ორგანიზების უნარი;
** ბიზნესის განვითარებაზე და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე ორიენტირებული;
** სისტემური აზროვნების, მართვის სისტემური კომპონენტების შექმნის და დანერგვის უნარი;
** ზოგადი სტრატეგიული ხედვის და დაგეგმვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებული;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ მაღალანაზღაურებად ხელფასს და დამატებით ჯანმრთელობის დაზღვევას. 

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: g.kuprashvili@premix.ge და მიუთითეთ სასურველი თანამდებობა - "კომერციული დირექტორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.