სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" აცხადებს ვაკანსიას დიდი მოძრავი სატელევიზიო სადგურის მძღოლის თანამდებობაზე.
სამუშაო გრაფიკი: არანორმირებული.
ხელშეკრულება: 3 თვიანი გამოსაცდელი ვადით.
სამუშაოს აღწერილობა: დიდი მოძრავი სატელევიზიო სადგურის ტრანსპორტირება თბილისსა და რეგიონებში, ავტომანქანის გამართული ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი. მძღოლს ასევე ევალება ადგილზე საინჟინრო ჯგუფის მითითებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა - B და C კატეგორია
** B და C მანქანის მართვის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება (სასურველია კამაზის).
აუცილებელი უნარები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა,
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
განცხადების წარდგენის პროცესი:
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს CV და მართვის მოწმობის ასლი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: k.gugushvili@gpb.ge 2019 წლის 15 მარტის ჩათვლით. სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლი".
გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
გისურვებთ წარმატებას!
მოძრავი სატელევიზიო სადგურის მძღოლი
05 მარტი -
15 მარტი