დღის ცვლის ადმინისტრატორი

19 აპრილი - 15 მაისი

სასტუმრო "Hotel Pirimze Plaza" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს დღის ცვლის ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სასიამოვნო გარეგნობა;
** სასტუმროში ადმინისტრატორად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად,
** ინგლისური და რუსული ენების  კარგად ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე, კომპიუტერული და სასტუმროს ონლაინ დაჯავშნის ინტერნეტ პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

მოვალეობები:

** სტუმრების მიღება და განთავსება;
** ჯავშნების განხორციელება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** მენეჯმენტის დავალებების შესრულება;
** სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hotelpirimzeplaza@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.