მზარეულის დამხმარე - ბათუმი

18 მაისი - 18 ივნისი

კომპანია "ბიბლუსის" კაფეთა ქსელი "პიატო" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი, მემედ აბაშიძის 52/18

ძირითადი მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობა:

** კერძების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ტექნოლოგიური სტანდარტების და კალკულაციის დაცვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** სამუშაო დღის დაწყებამდე და სამუშაო დღის დასასრულისას სამზარეულოს ინვენტარის მოწესრიგება და დასუფთავება;
** მზარეულის სხვა დავალებების შესრულება.

აუცილებელი უნარები:

** პუნქტუალურობა;
** ინტენსიურ პირობებში მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: jobs@biblusi.ge 2018 წლის 8 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

გისურვებთ წარმატებას!