ბარისტა

08 ნოემბერი - 29 ნოემბერი

კომპანია ბიბლუსის კაფეთა ქსელი "პიატო" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობა:

** ცხელი და ცივი ყავის სხვადასხვა სახეობების მომზადება;
** სხვადასხვა არაალკოჰოლური სასმელების მომზადება;
** შეკვეთის სწრაფად და მაქსიმალურად სტანდარტების დაცვით მომზადება;
** მენიუში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის სრულყოფილად ცოდნა;
** შეკვეთის მიღება და მისი პროგრამულად გატარება;
** ანგარიშსწორება.

აუცილებელი უნარები:

** შრომისმოყვარეობა,
** ორგანიზებულობა,
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,
** კომუნიკაბელურობა.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის #7

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: jobs@biblusi.ge 2019 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!