ბარისტა

13 მარტი - 13 დეკემბერი

კომპანია "ბიბლუსის" კაფეთა ქსელი "პიატო" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

ძირითადი მოთხოვნები: სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;

ძირითადი მოვალეობა:

** ცხელი და ცივი ყავის სხვადასხვა სახეობების მომზადება;
** სხვადასხვა არაალკოჰოლური სასმელების მომზადება;
** შეკვეთის სწრაფად და მაქსიმალურად სტანდარტების დაცვით მომზადება;
** მენიუში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის სრულყოფილად ცოდნა;
** შეკვეთის მიღება და მისი პროგრამულად გატარება;
** ანგარიშსწორება.

აუცილებელი უნარები:

** შრომისმოყვარეობა, 
** ორგანიზებულობა, 
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, 
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე jobs@biblusi.ge 2019 წლის 31 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

გისურვებთ წარმატებას!