სერვის ინჟინერი

21 მარტი - 21 აპრილი

IT სფეროს ერთ-ერთი წამყვანი კომპანია საქართველოში, "ორიენტ ლოჯიკი" აცხადებს ვაკანსიას სერვის ინჟინერის თანამდებობაზე. 

ძირითადი მოვალეობებია:

** საჭირო ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის სამუშაოების შესრულება კომპიუტერული ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობისთვის, ძირითადი მიმართულებაა სერვერები და სტორიჯები
** საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება, ძირითადი მიმართულებაა სერვერები და სტორიჯები
** დაზიანებული ტექნიკის დიაგნოსტიკა და შეკეთება, ძირითადი მიმართულებაა სერვერები და სტორიჯები
** საჭიროების შემთხვევაში კომპიუტერული ტექნიკის მოდერნიზაცია,
** პროექტების ტექნიკური დავალებების განხილვაში, დაგეგმარებაში და საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენაში მონაწილეობის მიღება,
** დადგენილ ვადებში და მაღალი ხარისხით კომპიუტერული ტექნიკის მუშაობის, მწყობრიდან გამოსვლის შესაძლო ვარიანტის შეფასება, 
** ანალიზი და წინადადებების შემუშავება გამოყენებული საშუალებების გაუმჯობესების და ეფექტურობის ასამაღლებლად
** კანდიდატს მოუწევს პროფესიული სერტიფიცირების გავლა პერიოდულად, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება ტექნოლოგიების სფეროში
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია რუსული ენის ცოდნაც)
** IT სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება,
** ამოცანის ანალიზის, კრიტიკული და საკვანძო საკითხების გადაწყვეტის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა 
** მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობისა და სამუშაო დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი 
** სასურველია კანდიდატს გააჩნდეს IT სფეროს სერტიფიკატები.

კომპანია შერჩეულ კანდიდატებს სთავაზობს:

** გამოცდილების მიღების საუკეთესო შესაძლებლობას საქართველოში ერთ-ერთი წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიაში 
** მრავალფეროვან და საინტერესო გამოცდილებას სასიამოვნო და მეგობრულ გარემოში 
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას მუდმივად განვითარებად და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: hr@ol.ge 2018 წლის 20 აპრილის ჩათვლით და გზავნილის ველში მიუთითონ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!