ტექნიკოსი - კახეთი

28 ნოემბერი - 28 დეკემბერი

"სს ოპპა" (ყოფილი "სს ნოვა ტექნოლოჯი") საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. საქმიანობა 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით  6500-ზე მეტ გადახდის წერტილს ფლობს. კომპანიაში 250-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად.

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას   ტექნიკოსის  პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: კახეთი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ქსელში განთავსებული ტერმინალის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** მოწყობილობების გასუფთავება,  დიაგნოსტიკა, საჭიროების შემთხვევაში მოწყობილობების ამოცვლა;
** პროგრამული უზრუნველყოფა;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** ავტომანქანა (უპირატესობა მიენიჭება მცირე ლიტრაჟიან ავტომობილს);
** აუცილებელია ქონებით უზრუნველყოფა.

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის უნარი; 
** გუნდური მუშაობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 28.12.2018-ის   ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@oppa.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ოპპა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.