სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფლობს უნივერსალურ ელექტრონულ საფულეს http://www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს, რომლებიც ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. კომპანიამ საქმიანობა ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს 6500-ზე მეტი გადახდის წერტილი. კომპანიაში 270-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.
შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდად ერთად!
სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას .Net პროგრამისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: კომპანიის შიდა და გარე პროექტებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, განვითარება, დანერგვა.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ბექ-ენდ დეველოპმენტში
** Asp .Net C#-ის ცოდნა
** WCF Services-ის ცოდნა
** Web დეველოპმენტის ცოდნა
** დიდ მონაცემთა ბაზასთან მუშაობის გამოცდილება
** ORACLE-ს ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
უნარები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 31.12.2018-ის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@oppa.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ოპპა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
.Net პროგრამისტი
28 ნოემბერი -
28 დეკემბერი