კონტენტ მენეჯერი

28 ნოემბერი - 28 დეკემბერი

"სს ოპპა" (ყოფილი "სს ნოვა ტექნოლოჯი") საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. საქმიანობა 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით  6500-ზე მეტ გადახდის წერტილს ფლობს. კომპანიაში 250-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად.

სს "ოპპა"  პარტნიორებთან ურთიერთობის განყოფილებაში აცხადებს ვაკანსიას    კონტენტ მენეჯერის  პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ჩართული სერვისების მუდმივი კონტროლი და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი პირების ინფორმირება, პრობლემის აღმოფხვრაში დახმარება;
** ახალ პარტნიორთან  ტექნიკური დეტალების შეთანხმება, მათგან საჭირო ინფორმაციის და ლოგოს მიღება;
** პროგრამისტისთვის შესაბამისი დავალებების მიწოდება;
** დიზაინერთან ლოგოებისა და ვიზუალების მომზადება;
** სერვისის ვიზუალების აწყობა;
** განახლების გაშვებისთვის ქსელის, დილერების და არასტანდარტული კონტენტის მომზადება;
** ახალ სერვისზე გადახდების ტესტირება, პარტნიორებთან გადაგზავნა და დასტურის მიღების შემდეგ ქსელში გაშვება;
** განახლების ტესტირება და ხარვეზების კორექტირება;
** განახლების გაშვების შემდეგ პროდუქტების პროფილებში ჩართვა;
** პროდუქტების გადალაგება ფინანსურ მონაცემთა ბაზაში;
** არსებული პარტნიორების მიერ მოთხოვნილი ცვლილებების უზრუნველყოფა;
** დაკავშირებული განყოფილებისთვის რეგულარულად სერვისის ცვლილებებზე და დამატებებზე ინფორმაციის მიწოდება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება -  სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წელი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** XML,  JAVA, Visual Studio საფუძვლების ცოდნა (სასურველია);
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
** სასურველია რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა.

უნარები:

** გუნდურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს ორგანიზება;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 28.12.2018-ის   ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@oppa.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ოპპა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.