მიმღების და ბარის ადმინისტრატორი

17 ოქტომბერი - 17 ნოემბერი

"ოკტოპუსი" არის ყველაზე დიდი კონცეპტუალური სავარჯიშო კლუბი თბილისში, რომელიც უკვე ორი ფილიალით არის წარმოდგენილი. Life fitness-ის და TechnoGym-ის უახლესი ტრენაჟორები, ცალკე გამოყოფილი სავარჯიშო ზონები, fit cafe, კვალიფიციური ტრენერები, კლიენტზე ორიენტიენტირებული გარემო ქმნის ბრენდს- ოკტოპუსს.

შპს "ოკტოპუსი" აცხადებს ვაკანსიას მიმღების და ბარის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სრული ან არასრული)
** მიმღებში/ბარში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გამართული მეტყველება
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

მოვალეობები:

** კლიენტების ეფექტური მიღება/მომსახურება
** მიმღებში/ბარში კლუბში არსებული სტანდარტების შესაბამისად მუშაობა
** სალარო აპარატთან/ ტერმინალთან მუშაობა.
** გაყიდვების დონის ზრდის ხელშეწყობა.
** მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება

გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 09:00-დან 16:30-მდე ან 16:30-დან ღამის 12 საათამდე.
ხელფასი: ხელზე ასაღები 500 ლარი + ბონუსები

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: hr@oktopus.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება